Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თარიღი : 14-03-2018, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიროვანში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში სოფელ ძიროვანში 19.4 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,ტყიბულის მთის ჩაის“ 19.4 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 449,4 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.


ნანახია: 2032-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროგრამის მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებას
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს 'ფერეთა ჩაი'-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო
ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაის პლანტაციის გაწმენდა და გასხვლა. დროებით დასაქმებულია 10 ადამიანი.

ამინდი