Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მილიონ 118 000 ლარი და სამი თანამშრომელი-არაშენებული ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ხარჯები

თარიღი : 13-03-2018, 17:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 118 000 ლარი დაიხარჯება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას მიერ განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საუნივერსიტეტო კომპლექსში ხელშეკრულებით სამი თანამშრომელია აყვანილი. კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მრჩევლის თანამდებობრივი სარგო 2 500 ლარს შეადგენს, ხოლო ბუღალტერი და შესყიდვების თანამშრომელი 1 000-1 000 ლარს იღებენ.

2017 წელს საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა კი 10 000 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვიდან განახლდება.


ნანახია: 1144-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2013 წლის განმავლობაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა, 2 მილიონ
აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებაზე მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
ასევე იფარება ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ხარჯები.
პროექტის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს.
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელეს.
საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალური გეგმა უკვე არსებობს ქუთაისის მერიაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ამბობენ, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც

ამინდი