თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საზოგადოებამ დაიწუნა, ქუთაისის მერიას აჩუქეს
თარიღი : 13-03-2018, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერია ქალაქში არსებული თეთრი ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. აღნიშნული მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს განეკუთვნება. მისი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 445 000 ლარია განსაზღვრული.
ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროექტი ავტორმა, გია ხუჯაძემ ადგილობრივ ხელისუფელბას უსასყიდლოდ გადასცა.
ცნობისთვის, ხიდის რეაბილიტაციის იდეა ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას ეკუთვნის. პროექტის გამოქვეყნებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.