Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის მერს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს-ვინ არის მანუჩარ ფანჩულიძე?

თარიღი : 13-03-2018, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა. თათბირს ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლები, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები და სხვა თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე წარუდგინა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 07 მარტიდან შეუდგა.

მანუჩარ ფანჩულიძე წლების განმავლობაში თერჯოლის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი, ის თერჯოლის საკრებულოს წევრი და სოფელ ძევრის მაჟორიტარი გახდა.

ახალი მოადგილის წარდგენის გარდა, თათბირზე ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოწვეულ სტუმარს ბექა მაკარიძეს, რომელმაც 130 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, დიდი მადლობა გადაუხადა, ფულადი პრიზით დააჯილდოვა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ, გაცემული დავალებების მიხედვით ჩატარებული სამუშაოებისა და მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რის შემდეგაც გასცა დავალებები ყველა იმ პრობლემური საკითხის შესწავლისა და მოგვარებისათვის, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.
NS


ნანახია: 2767-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მორიგ სამუშაო თათბირს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოადგილე მერაბ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მორიგ სამუშაო თათბირს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა, მერიის
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
მერმა დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები და დავალებები გასცა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე კახაბერ კუპატაძესა და მოადგილე მერაბ სირაძესთან ერთად
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ გიორგი ფერაძის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რას მის ტელეფონზე განხორციელებულ სატალეფონო ზარს
თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი ხელძღვანელი მას ავიწროებს, ავალებს ისეთ საქმეს, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას არ გააჩნია, ან კიდევ ხელმძღვანელი

ამინდი