საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ოპერატორის სახელობის ტურნირში ქუთაისის გუნდმა გაიმარჯვა
თარიღი : 12-03-2018, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, "აიას" აკადემიის მოედანზე ფეხბურთში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ოპერატორის სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა. ტურნირი ჭაბუკთა შორის ( 2008 წ ) მიმდინარეობდა. მასში იმერეთის სხვადასხვა გუნდი იღებდა მონაწილეობას. (4 ქუთაისი, 2 სამტრედია, ხონი და ტყიბული).
დღეს, ფინალში ერთმანეთს ქუთაისის 2 გუნდი-"მართვე" და ,,ტორპედო" დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება იყო. ტურნირში "მართვეს" გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც ა(ა)იპის მმართველმა კობა ფხაკაძემ გარდამავალი თასი გადასცა. სამახსოვრო მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.