Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჰქონდა თუ არა საკაცე გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს?-სასწრაფო დახმარების სამსახური განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 11-03-2018, 19:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისთან ახლოს, ორი დღის წინ, წყალწითელაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი მოცურდა და ჯიპის მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამხედრო პირი დაიღუპა, ხოლო დაშავებულები დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდარის შემდეგ შემთხვევის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მამაკაცის გადარჩენა შესაძლებელი იყო. მის დაღუპვაში კი სასწრაფო დახმარების სამსახურს ადანაშაულებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სამძიმარს უცხადებს ქუთაისის შესასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ოჯახს და გამოძახების შესახებ არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამედიცინო ინვენტარის უქონლობის გამო ქუთაისის შესასვლელთან, ჭოგნარის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სასწრაფომ დაშავებულებს შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინა, სიმართლეს არ შეესაბამება. სასწრაფოს ყველა ეკიპაჟი აღჭურვილია ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და მედიკამენტებით, რომლის ნუსხა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

გამოძახება 16:52 საათზე დაფიქსირდა, ეკიპაჟი გავიდა დაუყოვნებლივ და ადგილზე მივიდა 17:05 საათზე. ექიმმა დააფიქსირა 40 წლამდე ასაკის გარდაცვლილი მამაკაცი. მომსახურება გაეწია 15 დაშავებულს. მათგან 8 პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, საშაულო სიმძიმის მდგომარეობით ეკიპაჟებმა ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. საშუალო სიმძიმის დაზიანებებით არის გადაყვანილი 2 დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშიც. ხოლო სამი დაშავებული ასევე საშუალო სიმძიმის დაზიანებით, მოთავსებულია იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ სამ პირს, მათ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 ეკიპაჟი მუშაობდა," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2029-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარის შემდეგ შემთხვევის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მამაკაცის გადარჩენა შესაძლებელი იყო. მის დაღუპვაში კი
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის, სოფო ჭუმბურიძის განცხადებით, ქუთაისში,
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში
ერთმანეთს ოპელის, ჰიუნდაის მარკისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა.

ამინდი