'ავარიის გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს საკაცე არ ჰქონდა,'- შემთხვევა, რომელმაც ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა

ქუთაისთან ახლოს, ორი დღის წინ, წყალწითელაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი მოცურდა და ჯიპის მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამხედრო პირი დაიღუპა, ხოლო დაშავებულები დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარის შემდეგ შემთხვევის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მამაკაცის გადარჩენა შესაძლებელი იყო. მის დაღუპვაში კი სასწრაფო დახმარების სამსახურს ადანაშაულებდნენ.
აკო ბარბაქაძე ერთ-ერთია, ვინც უბედურ შემთხვევას შეესწრო. ამბობს, რომ საპატრულო პოლიციისა და სამაშველოს მოსვლამდე მიკროავტობუსიდან მგზავრები მოქალაქეებმა გადმოიყვანეს. მათვე გაასწორეს ამოყირავებული მიკროავტობუსი.
„ნეტავ არ შევსწრებოდი ამ შემთხვევას. მგზავრები ჩვენ გადმოვიყვანეთ. ჯარისკაცი, რომელიც მაგ ავარიაში დაიღუპა, მარშუტკის ქვეშ იყო მოყოლილი. რომ გამოვიყვანეთ, პირსაც ამოძრავებდა და სუნთქავდა. სასწრაფო რომ მოვიდა, ცოცხალი დახვდა, თმცა სასწრაფომ ვერ გადაიყვანა. მგზავრებისგანაც ვიცი და მეც გავიგონე, საკაცე არ გვაქვსო. შემდეგ პატრულს სთხოვდნენ მის გადაყვანას, თუმცა როგორც ვიცი, პატრულს ამის უფლება არ აქვს. სამაშველო მოვიდა ყველაზე ბოლოს და იმ დროს ჩვენ უვე ხალხი გადმოყვანილი გვყავდა. მახსოვს სამაშველოს თანამშრომელმა დაურეკა ვიღაცას და უთხრა: შემთხვევა არის, მაგრამ ჩვენი საქმე შესრულებულია, ხალხმა თავისი ძალებით გადმოიყვანა დაშავებულებიო. ის, რომ სასწრაფო ამგვარ შემთხვევაზე მიდიხარ და საკაცე არ გაქვს, როგორ შეიძლება? ჯანდაცვის სამინისტრომ და მინისტრმა უნდა მიხედოს ამ პრობლემას,“ - ამბობს აკო ბარბაქაძე.
რა მოხდა რეალურად და რა პოზიცია აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულის გარკვევას და უწყებიდან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.