ქუთაისის 24-საათიან წყალმომარაგებაზე მომუშავე თურქულ კომპანიას გადათხრილი ქუჩების მოწესრიგების ვადას 20 მარტამდე აძლევენ
თარიღი : 10-03-2018, 00:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეთა უკმაყოფილებას იწვევს გადათხრილი საავტომობილო გზები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოშლა ქალაქში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. სამუშაოების მწარმოებელი თურქული კომპანია SMK-ს მიერ ქუჩების ნაწილი გადათხრილი და ამგვარ მდგომარეობაში მიტოვებულია.
თურქული კომპანია ქუთაისის მერიის მიმართვის საფუძველზე 2 000 ლარით დააჯარიმა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ აქვე კომპანიას გადათხრილი ქუჩების პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად 10 დღის ვადა განუსაზღვრა.
"უნდა ვთქვათ, რომ საჯარიმო სანქცია ეფექტური აღმოჩნდა. კომპანიამ უკვე მოაწესრიგა სულხან-საბას ქუჩის მონაკვეთი. ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან გუგუნავას მონაკვეთის დასასრულებლად. რაც შეეხება დუმბაძეს, ტაბიძის და ნინოშვილის ქუჩებს, კომპანიას 20 მარტამდე აქვს ვადა მათ მოსაწესრიგებლად. ჩვენ ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს. ქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ დისკომფორტი არ შეექმნათ," - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია დათქმულ ვადებში ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მის მიმართ საჯარიმო სანქცია კვლავ ამოქმედდება, ამჯერად 3 000 ლარის ოდენობით.