Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, „გორის პარკში“ დატყვევებული დათვი მფლობელს ჩამოერთვა

თარიღი : 10-01-2014, 19:57 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის განხილვამდე დათვი შესაბამის თავშესაფარში შეასახლა, შემდეგ იგი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

”სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გატარებული იქნა რეაგირება ქუთაისში გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოქალაქის მიერ მურა დათვის დატყვევების ფაქტზე. მურა დათვი მფლობელს ჩამოერთევა და საქმის განხილვამდე დროებით შესაბამის თავშესაფარში იქნება გადაყვანილი, ხოლო საქმის განხილვის შემდეგ მურა დათვი სახელმწიფო საკუთრებაში მიექცევა და იგი განკარგული იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ. შეგახსენებთ, რომ მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და მისი დატყვევება აკრძალულია და კანონით ისჯება.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გარეულ ცხოველთა დატყვევებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენისას გატარებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები”, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დათვი 6 წელია, "გორის პარკში" 3 კვადრატ რკინის კონსტრუქციაშია დამწყვდეული.
დასვენებისა და კულტურის პარკის დირექტორის კახაბერ კუხიანიძის თქმით, დათვის გასხვისებას ის წლებია ითხოვს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.


ნანახია: 2301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დასვენებისა და კულტურის პარკის დირექტორის კახაბერ კუხიანიძის წინააღმდეგ კი საქმე აღიძრა.
დასვენებისა და კულტურის პარკის დირექტორის კახაბერ კუხიანიძის თქმით, დათვის გასხვისებას ის წლებია ითხოვს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
ლაჭყეპიანის განცხადებით, ცხოველების დაჭერაზე პასუხისმგებელი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ღამის საათებში მაწანწალა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში,