საჩხერეში ძლიერმა ქარმა სკოლა დააზიანა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისში არსებულ საჯარო სკოლა, ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი გადააძრო.
ქარმა გადახდილი სახურავი სკოლის ეზოში გადაყარა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებოდნენ.
უამინდობა საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე დღე გასტანს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს, შესაძლოა, ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.