Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი გერმანიაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობენ

თარიღი : 9-03-2018, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპაში ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაში მონაწილეობას 180 ქვეყანა იღებს და 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 160 000 ვიზიტორს ელოდებიან.

აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეორე წელია იმერეთის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მონაწილეობს. წელს იმერეთიდან ქუთაისის, ბაღდათის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები იყვნენ წარმოდგენილი.

საერთაშორისო ფორუმის გახსნას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი ესწრებოდა, ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართება იმერეთის დელეგაციის შეხვედრა გერმანიაში საქართველოს ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან, სადაც საუბარი იქნება იმერეთის და გერმანიის ერთ-ერთ მხარესთან დამეგობრებაზე.

იმერეთის დელეგაციას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ხელმძღვანელობს და შემადგენლობაში არიან: გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და სხვა წარმომადგენლები.


ნანახია: 669-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენა 8-დან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ზლინის რეგიონის ხელმძღვანელობის ოფიციალური ვიზიტი იმერეთში.
პროექტის მიზანს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლება და მხარეში უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
გამოფენა, რომელზეც ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების კარიკატურებია წარმოდგენილი, ქუთაისში დღეს გაიხსნა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სლოვაკეთიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლეს
დათო ლიკლიკაძე საკვირაო რუბრიკაში 'ჩემი აზრით' გირჩევთ:

ამინდი