სახალხო დამცველი ქუთაისის მიუსაფართა თავშესაფარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება
თარიღი : 10-01-2014, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქუთაისის მიუსაფართა თავშესაფარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
უჩა ნანუაშვილი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურაღება გამოიჩინოს.
ომბუდსმენის წარმომადგენლები ქუთაისში მიუსაფართათვის სპეციალურად გახსნილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
”ბენეფიციარების განმარტებით, რამდენიმე ადამიანმა დატოვა თავშესაფარი გაუსაძლისი პირობების გამო. სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ თავშესაფრის დათვალიერებისას გაირკვა, რომ კარვებში განთავსებულ ბენეფიციარებს უწევთ ანტისანიტარიულ პირობებში ყოფნა, არ არიან უზრუნველყოფილნი პირველადი მოხმარების საგნებით (კოვზი, ჩანგალი, თეფში), წვიმის დროს ჩამოდის წყალი.
როგორც ცნობილია, თავშესაფრის მოწყობა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოხდა, შესაბამისად სახალხო დამცველი მოუწოდებს ქუთაისის მერიას, თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურადღება გამოიჩინოს”, - აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის თავშესაფარში 4 ბენეფიციარია განთავსებული და მიუსაფართათვის 2 კარავია გაშლილი.