Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასატარებლად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილებს არჩევენ

თარიღი : 8-03-2018, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სპეციალური სამუშაო ჯგუფები შექმნა, რომლებიც პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილების და მარშრუტების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდის სისტემას ეხება, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და განიხილება სხვადასხვა ცვლილების განხორციელება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წელს განხორციელდება. საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ყველა იმ სიახლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოცდის ახალ წესს უკავშირდება," - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.


ნანახია: 1616-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა
ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. ამასთან, პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს
უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს,
არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.