RICDOG-მა პროექტის-'chargin Eco Space' ფარგლებში კლიმატის წვეულება გამართა
თარიღი : 6-03-2018, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები, eco

RICDOG-მა პროექტის "Chargin Eco Space" ფარგლებში კლიმატის წვეულება გამართა.
კლიმატის წვეულების მიზანი იყო მასში ჩართულ პირებს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზე გაემახვილებინათ.
წვეულებაზე საუბარი იყო დღეს არსებულ ეკილოგიურ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს თუ როგორ შეუძლია ინდივიდს შეცვალოს გარემო ეკოლოგიური თვალსაზრისით უკეთესობისკენ.
"წვეულება არის ფორმა, რომელიც შევთავაზეთ ეკოლოგიით დაინტერესებულ პირებს. ვნახეთ და განვიხილეთ ნარჩენების მეორადი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები. პროექტის ფარგლებში მსგავსი აქტივობები მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ განხორციელდება. თითოეული აქტივობის მიზანია საერთო ჯამში სამოქალაქო, ეკოლოგიური და კლიმატური ცვლილებების შესახებ ცნობიერება ამაღლდეს,"- ამბობს RICDOG გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროექტის "Charging Eco Space" ფარგლებში უკვე ჩატარდა აქცია "გაუკეთე სიკეთე პლანეტას". ეს არის მეორე დაგეგმილი აქტივობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი ღონისძიება. თითოეული აქტივობის მიზანია ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების გაზრდა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე.
პროექტი "Сharging Eco Space" ქუთაისში სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგი’’-ის მიერ 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 6 თვიანია.