Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უვიზო მიმოსვლის შესახებ ვანში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თარიღი : 6-03-2018, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლები აწარმოებენ.

შეხვედრების ფარგლებში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა და ექპერტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები. ყურადღება გამახვილდა იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან. საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia -ს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.
NS


ნანახია: 1014-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა გამოწვევებით სავსე პერიოდში მიიღო,
საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე

ამინდი