Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პოლიციამ არასრულწლოვანი ხულიგნები არიან, ვერც ვიჭერთ და ვერც ვერაფერს ვუშვრებითო,'- ქურდობების სერია ქუთაისში

თარიღი : 3-03-2018, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტები გახშირდა.

ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არასრულწლოვნები არიან, პოლიცია კი მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ვერ ახერხებს.

"ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, ერთი კვირის წინ ტორტის სახლი "რაფაელო" გაქურდეს, შემდეგ დღეს მის გვერდზე აფთიაქი, იმის შემდეგ დღეს მის წინ ქუჩაზე სარეკლამო კომპანია, გუშინ იქვე ავია სალარო, დღეს მეზობლად მაღაზია ''სუფთა სახლი''....პოლიციამ არასრულწლოვანი ხულიგნები არიან, ვერც ვიჭერთ და ვერც ვერაფერს ვუშვებითო. და ხალხმა რა ვქნათ? ხო შეიძლება მძარცველს ერთ დღეს რომელიმე ობიექტში დახვდეს ვინმე და თანხასთან ერთად ვინმეს სიცოცხლეც მოსპოს? მერე მიხედავენ პრობლემას? ამ დღეების განმავლობაში ვიღაცა ლაწირაკებმა (და შეიძლება მათ თავზე მდგომმა უფროსებმაც) მცირე ბიზნესებს და კერძო პირებს ის მიზერულიც რომ წაართვეს, რითიც არსებობენ, ამაზე რეაგირება და პასუხისმგებლობა არავის მოეთხოვება?," - წერს ტორტის სახლ "რაფაელოს" წარმომადგენელი მარუსა ხურციძე.


ნანახია: 1838-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე არსებული ტოტრის სახლი- რაფაელო გაქურდეს.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე ქალაქის საბავშვო ბაღებიდან თანამშრომლების დათხოვნასთან
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე
ქუთაისში სილამაზის სალონები გაქურდეს. ფალიაშვილის გამზირზე, ერთმანეთის მეზობლად მდებარე სამი სალონი ბოლო ერთი თვის განმავლობაში

ამინდი