აკაკი სიხარულიძე: მინდოდა დამეტოვებია საკრებულო, თუმცა გადავიფიქრე
თარიღი : 10-01-2014, 14:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოში, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა აკაკი სიხარულიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრის აკაკი სიხარულიძის განცხადება დღეს მიუვიდა.
“მომივიდა თხოვნა იმის შესახებ, რომ დეპუტატს სურს, შეუწყდეს უფლებამოსილება. გავიტანთ საკრებულოზე და მოხდება რეაგირება“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თავად “ქართული ოცნების“ წევრის აკაკი სიხარულიძის თქმით, მან დილით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განცხადება ისევ უკან გამოეტანა.
“რაც შევიტანე, ის ისევ უკან გამოვიტანე. აღარ მინდა, დავტოვო საკრებულო“, - განაცხადა სიხარულიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ საკრებულოს იურისტთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და აკაკი სიხარულიძეს კონსულტაციები ჰქონდათ, რათა შეტანილი განცხადება ბათილად ეცნოთ.