Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მეუბნებიან, რომ გასაუბრებაზე არ გავიდე, რადგან კონკურსი ჩაწყობილია,'-რა ხდება ტყიბულის მერიაში გამოცხადებულ კონკურსზე?

თარიღი : 1-03-2018, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას ვაკანტური ადგილების შესავსებად გამოცხადებული კონკურსის ობიექტურად და სამართლიანად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ერთ-ერთი კონკურსანტი არჩილ სოფრომაძე დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიის და მუნიციპალიტეტის მერიის მაღალი თანამდებობის პირები კონკურსის მესამე ეტაპში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.

"ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადდა კონკურსი ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მაქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამართალმცოდნე ვარ სპეციალობით და საჯარო სამსახურში უწყვეტი მუშაობის 11 წლის გამოცდილება გამაჩნია, კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გავიარე. მესამე ეტაპი-გასაუბრება, ორ მარტს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული, თუმცა საკონკურსო კომისიის და ტყიბულის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მეუბნებიან, რომ გასაუბრებაზე არ გავიდე, რადგან კონკურსი ჩაწყობილია და მისახელებენ კონკრეტული პირის სახელს და გვარს, რომელსაც მათი თქმით, კონკურსი მაღალი თანამდებობის პირების დონეზე აქვს ჩაწყობილი. მოვითხოვ, რომ კონკურსი ჩატარდეს სამართლიანად და საკონკურსო კომისიამ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება," - ამბობს არჩილ სოფრომაძე.

ახალი ამბების სააგენტო საკითხის გასარკვევად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

ცნობისთვის, არჩილ სოფრომაძე სხვადასხვა დროს ჭიათურის საკრებულოში იურიდიული კომისიის იურისტად, "ლიბერთი ბანკსა" და სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა. ის ასვე არის საადვოკატო ფირმისა და არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი.


ნანახია: 1610-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა გაასაჯაროვეს.
ცნობილია, კონკურსში მონაწილე 10 "რესპუბლიკელი"-დან ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ სამი კონკურსანტი დასაქმდა.
მერის თქმით, 50 ვაკანტურ ადგილზე ახალი კონკურსი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ახალი გამგებელი შეარჩია.
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპზე-გასაუბრებაზე დასწრებისა და დაკვირვების მიზნით, მერიის

ამინდი