'გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქუთაისის ხელისუფლების პოზიცია პრინციპულია,'- ქუთაისი გარევაჭრობას ემშვიდობება
თარიღი : 1-03-2018, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში გარევაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა. ქალაქის მერია გარემოვაჭრეებს ბაზრობებში შესვლას და სამი თვის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდება. მერიის შეთავაზება გარემოვაჭრეთა ნაწილმა მიიღო, დარჩენილი ნაწილი კი პროტესტით იმუქრება.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის ხელისუფლების პოზიცია პრინციპულია. მისივე თქმით, ცენტრალური ნაწილის შემდეგ, გარემოვაჭრეებისგან ქალაქის სხვა ნაწილები გათავისუფლდება.
გარევაჭრობის აკრძალვა გარემოვაჭრეთა ნაწილმა დღეს ქუთაისის მერიის შენობის წინ, გზის გადაკეტვით გააპროტესტა. ისინი მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ და ქალაქის ხელისუფლებას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.