Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში კარსტული მღვიმეების საინფორმაციო დაფა დააზიანეს

თარიღი : 1-03-2018, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში განთავსებული საინფორმაციო დაფა რამდენიმე დღის წინ დააზიანეს. საინფორმაციო დაფაზე ჩამოხეულია ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ტექსტი სოფელ პერევისაზე, აგრეთვე კარსტული მღვიმე წილთო 3 -ის შესახენ არსებული ინფორმაცია და სქემა.

კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას. კარსტული მღვიმეები შესაძლოა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

"სოფელ პერევისაში მომხდარი ფაქტი და სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება ინფრასტრუქტურისადმი, ტურისტული ბიზნეზისათვის შემაფერხებელი ფაქტორია და ხელს შეუშლის სოფლების მდგრად განვითარებას," - ამბობს თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში კარსტული მღვიმეების მიმართულების საფეხმავლო მარშრუტების მანიშნებლები 2017 წელს დაიდგა. მანიშნებლების განთავსება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში" მოხდა. პროექტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღე“ ახორციელებდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი ხელმძღვანელობდა.

პროექტის ფარგლებში მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული კარსტული მღვიმეების მიმართულებით საფეხმავლო მარშრუტების მარკირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. საინფორმაციო მანიშნებლები დაიდგა შემდეგი კარსტული მღვიმეების მიმართულებით: მანდაეთის კარსტული მღვიმე, კოტიასკლდის მღვიმე სოფელ სვერში, ორთვალაკლდის (წილთო III) მღვიმე სოფელ პერევისაში, კარსტული მღვიმე ,,თსუ 95“ სოფელ ითხვისში, ძუძუანას მღვიმე სოფელ მღვიმევში, ხვედელიძეების კლდის მღვიმე სოფელ ზოდში, საჭინკიის (გუნდაეთის) მღვიმე.


ნანახია: 2512-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, მოხდა კარსტული მღვიმეების მიმართულებით
პირველად მოხდა კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, მარკირება.
'სასმელი წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებები,'-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიცსაქართველოში სლოვაკეთის საელჩომ
ჭიათურის სოფელ სვერში არსებულ უნიკალურ მღვიმეში საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.

ამინდი