Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას პროტესტი მოჰყვა-გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

თარიღი : 1-03-2018, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პირველი მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა გააპროტესტეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დასაქმებულმა გარემოვაჭრეებმა. მათ მერიის შენობის წინ ცენტრალური გზა გადაკეტეს.

გარემოვაჭრეები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, თითოეულ მათგანს საბანკო ვალდებულებები აქვს და თავის რჩენის წყარო სჭირდებათ. ისინი არ ეთანხმებიან მერიის შეთავაზებას ბაზრებში შესვლასთან დაკავშირებით.

"უნდა იყოს გარევაჭრობა დაშვებული. ბაზრებში შედით და სამი თვე გადასახადს არ გადაიხდითო. სამი თვის მერე რა ვქნათ, როგორ გადავიხადოთ გადასახადები?. ათი ლარის ლიმონი და ნიორი შევიტანოთ ბაზარში? მაშინ არ გაძვირებულიყო წყალი, დენი და პროდუქტები," - აცხადებენ გარემოვაჭრეები.

ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. გარემოვაჭრეთა ნაწილი ქალაქის მერს ხვდება.


ნანახია: 2566-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, პოლიცია მათ გარევაჭრობის ნებას არ რთავს.
გარევაჭრობის აკრძალვა გარემოვაჭრეთა ნაწილმა დღეს ქუთაისის მერიის შენობის წინ, გზის გადაკეტვით გააპროტესტა.
არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები საქმიანობას მაინც აგრძელებენ.
გარემოვაჭრეები ქალაქის მერიის შეთავაზების მიღებას და სამუშაოდ ბაზრებში შესვლას არ აპირებენ.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ გარემოვაჭრეები.

ამინდი