Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქალაქს უნდა მივცეთ ნორმალური იერ-სახე,'- დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა

თარიღი : 1-03-2018, 09:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პირველი მარტიდან ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად აქტიური მოქმედებები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ გარემოვაჭრეები. მისივე განცხადებით, მათ ასევე იზრუნეს გარემოვაჭრეებისათვის ალტერნატიულ ფართზე, რომელსაც სამი თვით უფასოდ მიიღებენ.

„ჯერ კიდევ ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი მოსახლეობას მოვაწესრიგებდით ამ პრობლემას, რომელიც ქალაქს აწუხებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ადმინისტრაციული სამსახურის საშუალებით გავაფრთხილეთ გარემოვაჭრეები, რომ პირველი მარტიდან დავიწყებდით გარევაჭრობის მოწესრიგებას. თავიდან დავიწყებთ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და შემდეგ მოვიცავთ მთელს ქალაქს. ხვალიდან პრაქტიკულად ზედამხედველობის სამსახური იწყებს მუშაობას ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე მინდა ვაუწყო გარემოვაჭრეებს, რომ ჩვენ ყველა ბაზრის ხელმძღვანელს შევხვდით. ისინი მზად არიან გამოუყონ ადგილები მოვაჭრეებს. სამი თვის მანძილზე ეს ადგილები იქნება უფასო.
ქუთაისისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქს უნდა მივცეთ ნორმალური იერსახე, შესაბამისად ვერ შევეგუებით გარე ვაჭრობას,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 1400-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოვაჭრეები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. მისივე თქმით, ყველა მათგანს
21 აპრილიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ.
ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი და ტურისტების
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, პოლიცია მათ გარევაჭრობის ნებას არ რთავს.
ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამინდი