Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია: ავტომობილები, რომლებიც ქალაქის მერიის ბალანსზეა, 'ნაციონალების' დროს ნაყიდი და მათ მიერ გაფუჭებულია

თარიღი : 28-02-2018, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ქუთაისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას პასუხობს.

"ნაციონალები" მერიას ავტოპარკის გასხვისებას, ხოლო მერიის მაღალჩინოსნებს სამსახურში პირადი ავტომობილებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულს ურჩვენ.

"ის ავტომობილები რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაა ნაყიდი და მათ მიერვე გაფუჭებული.

დღეს ამ ავტომობილების შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს. გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურეობაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული ხარჯი 24 000 ლარი გახდა. ის ავტომობილები, რომლის შეკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება, ქალაქის მერია აღარ გაარემონტებს და გაყიდის.

ჩვენ ვცდილობთ ეკონომია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გავწიოთ,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ცნობისთვის, 2017 წელს ქალაქის მერიის მიერ ავტოპარკის შენახვისათვის გაწეული ხარჯები ბრიფინგზე გაასაჯაროვა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გია უკლებამ. უკლებას თქმით, ქუთაისს, რომლის საერთო ფართობი 70 კვ.კმ-ია, 70 ავტომანქანა ემსახურება. რაც შეეხება ხარჯებს, მათი ტექნიკური უზრუნველყოფისა და საწვავისათვის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 448 000 ლარის ხარჯი გასწია.


ნანახია: 256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისს, რომლის საერთო ფართობი 70 კვ.კმ-ია, 70 ავტომანქანა ემსახურება. რაც შეეხება ხარჯებს, მათი ტექნიკური უზრუნველყოფისა და
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარე გიგა შუშანია აკეთებს.
დავით გოგისვანიძის თქმით, 175 ათასი ლარის გარდა ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანების შესაძენად, მათ მერიის ბალანსზე მქონე
ასევე იფარება ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ხარჯები.
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მერიას საწვავით უზრუნველყოფა 30 ტონით შეუმცირა. როგორც თენგიზ თოფურიძემ განაცხადა,
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. მისივე თქმით, ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს
აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.

ამინდი