Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიას ავტომანქანების გაყიდვის, ხოლო მერს და მოადგიელებს სამსახურში პირადი ავტომობილებით სიარულისკენ მოუწოდებენ

თარიღი : 28-02-2018, 11:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიას ავტოპარკის გასხვისების, ხოლო მერიის მაღალჩინოსნებს სამსახურში პირადი ავტომობილებით სიარულისკენ მოუწოდებენ.

2017 წელს ქალაქის მერიის მიერ ავტოპარკის შენახვისათვის გაწეული ხარჯები ბრიფინგზე გაასაჯაროვა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გია უკლებამ. უკლებას თქმით, ქუთაისს, რომლის საერთო ფართობი 70 კვ.კმ-ია, 70 ავტომანქანა ემსახურება. რაც შეეხება ხარჯებს, მათი ტექნიკური უზრუნველყოფისა და საწვავისათვის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 448 000 ლარის ხარჯი გასწია.

"მოვუწოდებთ, უარი თქვან ე.წ. ჯიპებზე, გაყიდონ ძვირადღირებული ავტომობილები და სამსახურში ან პირადი ავტომობილებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ. 64 300 ლარი დაიხარჯა გასულ წელს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე, რაც სრული ანომალიაა. 7 ავტომობილია მერიის ბალანსზე, რომელიც უმოქმედოა. ქუთაისი სამომავლოდ "ტოიოტა-ს მუზეუმის გახსნას თუ აპირებს, არ ვიცი," - ამბობს გია უკლება.

ოპოზიციური პარტიის შეთავაზებასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 1008-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია 'ნაციონალური მოძრაობის' შეთავაზებას პასუხობს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარე გიგა შუშანია აკეთებს.
ასევე იფარება ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ხარჯები.
დავით გოგისვანიძის თქმით, 175 ათასი ლარის გარდა ტენდერის პირობების თანახმად, ავტომანქანების შესაძენად, მათ მერიის ბალანსზე მქონე
ოპოზიციის მტკიცებით, 20 ავტომობილის შესაკეთებლად მერია ჯამში 905 000 ლარს იხდის.
სულ მერიის ბალანსზე 27 მანქანაა, რომლის შეკეთება, მოვლა-პატრონობა და საწვავი შედის ამ თანხაში
მსახიობი, რიგით მე-5 პრეზიდენტს სთხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით, უკან იყოს გაწვეული და
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში ისეთი ცნობილი კურორტებია გაწევრიანებული, როგორიცაა: ვიში (საფრანგეთი) ბადენ ბადენი, ვისბადენი, ჰომბურგი
ომარ ნიშნიანიძის თქმით, მის მიერ გამართულმა ბრიფინგმა შედეგი გამოიღო.

ამინდი