Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რა გვეშველებოდა, რომ არა მადლიერების სახლი',- 1.30 ლარად გამოკვებილი 800 ადამიანი

თარიღი : 27-02-2018, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"რა გვეშველებოდა რომ არა მადლიერების სახლი",- ამბობენ ქუთაისში, მადლიერების სახლის ბენეფიციარები, რომელთა რიცხვი ამჟამად 800 ადამიანს შეადგენს.

წინა წლებთან შედარებით, მადლიერების სახლის ბენეფიციართა რიცხვი არ გაზრდილა. თითოეული მათგანისთვის ყოველდღიურად დაახლოებით 1.30 ლარია გამოყოფილი. სრული ბიუჯეტი კი 620 000 ლარს შეადგენს. ქუთაისში ამჟამად უფასო კვების ორი ფილიალი, ავტომშენებლისა და ნინოშვილის ქუჩებზე მოქმედებს. იყო საუბარი მესამე სასადილოს დამატებაზე, თუმცა მესამე ობიექტის დამატება ჯერჯერობით არ იგეგმება.
http://www.picz.ge/img/s2/1802/27/0/0235eac82113.jpg
"სასადილო პუნქტების დამატება ბიუჯეტსა და ბენეფიციართა რიცხვზეა დამოკიდებული, რაც ჯერჯერობით გეგმაში არ გვაქვს. ბენეფიციარებს სოციალური სტატუსის მიხედვით ვირჩევთ, მათი ქულა 65 000-ს არ უნდა აღემატებოდეს. ძირითადად შერჩევა 3 წლის ასაკიდან ზევით მიმდინარეობს, მათ შორის უმეტესად ხანდაზმულები ჭარბობს. რაც შეეხება კვებას, კვება ერთჯერადია, თუმცა თითოეულ მათგანს ორი სახის საკვები ხვდება,"- აცხადებს მადლიერების სახლის დირექტორი თამთა ბაკურაძე.

მადლიერების სახლი ბენეფიციარებს საკვების გარდა, სხვადასხვა ღონისძიებასაც სთავაზობს. ღონისძიებებს თავად ბენეფიციარები მართავენ. მადლიერების სახლი მარტის თვეში რამდენიმე ღონისძიების მოწყობას გეგმავს.

"თავს აქ კარგად ვგრძნობ, სახლივით არის. ყველანი კარგად მექცევიან, ოჯახშიც კი მაკითხავენ,"- ამბობს მადლიერების სახლის ბენეფიციარი ჟორა კუხიანიძე.

ნიკოლოზ ბოლქვაძე


ნანახია: 1364-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
ქუთაისში მადლიერების სახლში არსებულ ვითარება, ქალაქის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჟურნალისტებს ადგილზე გააცნო.
წულაია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს დაინტერესდეს აღნიშნულით, რადგან მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტიდან
ამ დროისთვის ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციართა სიის გადამოწმება მიმდინარეობს. საუბარია 120 ადამიანზე, რომლებმაც

ამინდი