Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნუ დააჩმორეთ საკაცეთი,'- ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 26-02-2018, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ ბაკურაძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლედი ტუკვაძე აკეთებს.

გრიგოლ ბაკურაძე, რომელიც ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, 21 დღეა მშრალად შიმშილობს.

"მისი ჯანმრთელობა შემაშფოთებელია. კატეგორიულად არ წყვეტს შიმშილს. რა გინდათ, რას ერჩით ამ ახალგაზრდა კაცს!!! რატომ კლავთ თქვე მართლა მოძალადეებო!! რატომ არ კითხულობთ მეორე მხარის სიმართლეს!!! თვალი არის ორგანო და სხეულის სხვა ნაწილები -ხელი,ზურგი, ნერვები, ფსიქიკა არაა ხომ?! მაგ თქვენს მოძალადის ქეისებში არ შედის არც კაცი, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი?! მცირეწლოვანი ბავშვი?! ფეხმძიმე გოგო?! და არც, მე, ქალი ადვოკატი, რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია იმიტომ, რომ ჩემს წინააღმდეგ იყენებენ ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც არის მართვადი, რომელმაც უკვე სიცოცხლე გამიჯოჯოხეთა მისი ყალბი ფეიკებით!!! რას აკეთებ შენ სახელმწიფო?! ვის დაკვეთაზე მუშაობთ?! რატომ გამოგაქვთ ჩვენთვის წინასწარ განაჩენი, რომ ხვალ თქვენ გქონდეთ ქეისი გრანტისთვის?! ვინ ფიქრობს გრიგოლ ბაკურაძის შვილზე? ნუ დააჩმორეთ საკაცეთი! დაიცავით ისინიც პროვოცირებული დანაშაულიდან და მოძალადე და პროვოკატორი ქალებიდან !!!! არა ძალადობას !!!! არ ჩამიდო დანაშაული!!!," - წერს გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

ცნობისთვის, გრიგოლ ბაკურაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ შეეფარდა, რაც მას ყოფილმა მეუღლემ დეა გოშხეთელიანმა ის ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ბაკურაძის დაცვის მხარე აცხადებს, რომ გოშხეთელიანმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინა. დაცვის მხარე იმასაც ამტკიცებს, რომ დეა გოშხეთელიანი ძაალდობის მსხვერპლი არ არის და ისინი აღნიშნულის დამადასტურებელი მასალების გავრცელებას გეგმავენ.


ნანახია: 1979-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადვოკატის თქმით, მის მიმართ მუქარები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძის ინტერესების დამცველი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განაცხადა.
გრიგოლ ბაკურაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ყოფილი მეუღლე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. თავად ბაკურაძე
გრიგოლ ბაკურაძეს ყოფილი მეუღლისა და მისი მამის ცემას ედავებიან. თავად ბაკურაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და ყოფილი ცოლის მხრიდან
სამტრედიაში ქართული ოცნების წევრის სახლი გაქურდეს.
ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
დეპუტატის თქმით, სახლიდან მხოლოდ ტელევიზორია წაღებული.

ამინდი