Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის მერია გაწმინდე,'- ქუთაისში, ე.წ. სიყვარულის ბაღში არსებული შადრევანი გაწმენდას ითხოვს

თარიღი : 26-02-2018, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისის მერია გაწმინდე, მოქალაქეებო ნუ ჩაყრით ნაგავს," - ამგვარი მოწოდებით ვრცელდება სოციალურ ქსელში ქუთაისში, ე.წ. სიყვარულის ბაღში მდებარე შადრევნის ფოტო. ფოტოს ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე ავრცელებს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ქალაქში არსებული შადრევნების კაპიტალურად გაწმენდა ყოველთვიურად ხდება, ხოლო შადრევნები ფოთლებისგან ყოველდღიურად იწმინდება. აღნიშნულისათვის ბიუჯეტში 123 000 ლარია გათვალისწინებული.

ერთადერთი შადრევანი, რომელიც ამ ეტაპზე არ იწმინდება, ე.წ. ხარაზოვის ბაღში მდებარე შადრევანია. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შადრევანი დაუსრულებელი ობიექტების სიაში შედის.


ნანახია: 1717-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, შადრევანი მაღალი ტემპერატურის ორთქლით იწმინდება.
ქუთაისის მერიაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული კოლხური შადრევნის დემონტაჟზე საუბრობენ. ქალაქის მერიის არქიტექტურის
ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანიას აუზების ჩართვა-გამორთვის გარდა, მათი ზედამხედველობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და
2012 წლიდან დღემდე ხარაზოვის ბაღის რეკონსტრუქციისა და შემდგომი შეკეთებისთვის 1 787 990 ლარი დაიხარჯა. ორჯერ მოხდა შადრევნის

ამინდი