გია თევდორაძე სემეკის თბილისში გადასვლას ეხმაურება
თარიღი : 10-01-2014, 12:04 | კატეგორია: მთავარი თემა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გია თევდორაძის შეფასებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თბილისში გადასვლა ქუთაისის კვდომის დასაწყისი იქნება.
თევდორაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის მიზნით გადატანილი სხვადასხვა უწყება ისევ თბილისში დააბრუნოს, არგუმენტი კი ისაა, რომ აღნიშნილი უწყებები ხალხთან ახლოს უნდა იყოს.
”სემეკიდან უკვე გაათავისუფლეს 60 ქუთაისელი. დღეს კი დადასტურებულად გვეუბნებიან, რომ 1 თებერვლიდან მარეგულირებული კომისია თბილისში განაგრძობს საქმიანობას. ერთადერთ არგუმენტად ამ სტრუქტურის თბილისში დაბრუნებისა ასახალებენ იმას, რომ გაუმჯობესდება კომისიის საქმიანობა, რაც გულიხმობს ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას და კომისიის წინაშე დასმული ყველა მნიშვმელოვანი საკითხის გადაწყვეტას. სემეკის გადატანით დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო ქუთაისის მოკვლა და ამ ქალაქის დასამარება თბილისში პარლამენტით გადატანით დასრულდება”, - განაცხადა თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ქუთაისში 2008 წელს გადმოვიდა.