Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებაზე მომუშავე კომპანია დააჯარიმა

თარიღი : 26-02-2018, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ კომპანია SMK-ს, რომელიც ქალაქში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, საჯარიმო სანქცია დაუწესა.

საქმე ეხება თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავას ქუჩებს, სადაც კომპანიამ წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის საფარი არ აღადგინა.

" კომპანია ,,ეს ემ კა"-ს უკვე გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და მიეცა გონივრული ვადა (არაუმეტეს 10 დღისა,) რათა მოხდეს ყველა მონაკვეთის აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ქუთაისის მერია ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წყალმომარაგების კომპანიასთან. მხარეებმა შეხვედრისას მიმდინარე სამუშაოების ყველა დეტალი განიხილეს და ასევე პროექტის დასრულების ვადებზეც ისაუბრეს," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ქალაქში მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. კომპანიაა მზადაა დახმარება გაგვიწიოს ყველა საკითხში და ურთიერთანამშრომლობით ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული პროექტი. ქალაქის მერია მაქსიმლაურად გააკონტროლებს სამუშაოების ხარისხსა და დასრულების ვადებს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 1824-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თურქული კომპანია ქუთაისის მერიის მიმართვის საფუძველზე 2 000 ლარით დააჯარიმა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ აქვე
ქუთაისის მერის ოფიცილურ "ფეისბუქის" გვერდის ცნობებით, გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და ვიცე-გუბერნატორ გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია SMK ნინოშვილის ქუჩიდან დუმბაძის ქუჩამდე, ასევე გრიშაშვილის ქუჩის ნაწილზე
ცნობისთვის, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2018 წლიდან ქუთაისის ყველა ქუჩას 24-საათიანი
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პირველადი ხელშეკრულებით პროექტის დასრულება მიმდინარე წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა

ამინდი