Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გლოვის დღესთან დაკავშირებით ვანის მერიის შენობის თავზე დროშა დაეშვა

თარიღი : 25-02-2018, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის თავზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა.

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიის ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი, ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

NS


ნანახია: 1943-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა.
დღის განმავლობაში დროშები დაეშვა სამინისტროებთან და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.
დღის განმავლობაში დროშები დაეშვება სამინისტროებთან და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ამინდი