Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საქართველო ქართველების გარეშე ზესტაფონიდან იწყება,'- ზესტაფონში მაცხოვრებლებმა გაზრდილი სიკვდილიანობა გააპროტესტეს

თარიღი : 24-02-2018, 17:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის ადმინისტრაციის შენობის წინ მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობამ ზესტაფონში გარემოს დაბინძურების ფაქტები, ონკოლოგიური დაავადებების რიცხვის ზრდა და სიკვდილიანობის გაზრდილი მაჩვენებელი გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზესტაფონის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიყვანაში ბრალი ფეროშენადნობ ქარხანას მიუძღვის.

"საქართველო ქართველების გარეშე ზესტაფონიდან იწყება. ქუჩებში გამოსვლა შეუძლებელია. ხალხი ონკოლოგიური დაავადებებით ცხოვრობს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ფეროშენადნობი ქარხანა გაჩერდეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქარხანაში ჩართონ გამწმენდი ფილტრები და გარემოს დაცვის სამინისტრომ ყურადღება მიაქციოს ქარხნის საქმიანობას," - ამბობს ზესტაფონის მკვიდრი კოტე ქათამაძე.

აქციის ორგანიზატორის გიორგი მიქაშავიძის თქმით, აქცია სპონტანურად დაიგეგმა. მომავალში კი, საწარმოს მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიქაშავიძე მასშტაბურ აქციას აანონსებს.

საწარმოს მიერ ზესტაფონში გარემოს დაბინძურების ფაქტს უარყოფენ ფეროს ადმინისტრაციაში. შპს "ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის უფროსი ირაკლი ნოზაძე ამბობს, რომ გარემოს არა ფერო, არამედ ზესტაფონში მოქმედი სხვა წვრილი ქარხნები აბინძურებენ.


ნანახია: 983-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის მუშაობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გაჩერებული იყო.
ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლების მიერ დაანონსებული აქცია-გაფიცვა ვერ გაიმართა.
მათი განცხადებით, ზესტაფონში მიწაც და ჰაერიც, ყველაფერი დაბინძურებულია. მათივე თქმით, კომპანიამ ჰაერის გამწმენდი ფილტრები უნდა
ზესტაფონის მკვიდრების თქმით, ქალაქის ქუჩებში გავლა უფრო რთული საღამოს საათებშია, რადგან მუქი შეფერილობის კვამლი ქარხნის
ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლების აქციას პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ჭიათურაში, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის შენობის წინ, მაღაროელები საპროტესტო გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი