ქუთაისის საკრებულოს წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს
თარიღი : 10-01-2014, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ქუთაისის საკრებულოში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გია უკლებას განცხადებით, გია გოქაძე მუსიკალურ აიპში მუშაობდა და მას დაწესებულების ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება არ გაუგრძელა.
“ჩვენი ფრაქციის წევრის ხელშეკრულების არ გაგრძელება, რომ უკავშირდებოდეს რეორგანიზაციას და საშტატო ერთეულის შემცირებას, მაშინ ხმას არ ამოვიღებდით. თუმცა მაშინ, როცა გია გოქაძეს სამსახურიდან უშვებენ, ამ დროს ამ დაწესებულებაში თანამშრომელთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანის გათავისუფლება, რაც დაუშვებელია,“– ამბობს გია უკლება.
პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას აბსურდულს უწოდებს გაერთიანების ხელმძღვანელი ლადო პატარიძე. მისი თქმით, გოქაძის სამსახურიდან წასვლას საკრებულოს „პატრიოტი“ დეპუტატები ითხოვდნენ. როგორც პატარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გია გოქაძეს მან სამსახურში დარჩენა შესთავაზა, თუმცა ხელშეკრულების გაგრძელება მან არ ისურვა.