Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს ყველაზე ხალხმრავალ სოფლებს შორის სოფელი ფარცხანაყანევი მოხვდა

თარიღი : 24-02-2018, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში დაახლოებით 130 სოფელში 2 000 და მეტი მაცხოვრებელია, ზოგიერთ სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა 7 000-ზე მეტს აღწევს. გთავაზობთ საქართველოს იმ სოფლების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს:

წეროვანი - 8 191 ადამიანი

სოფელი წეროვანი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აქ დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლები ააშენეს. ის დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა.

სოფელი დიღომი - 7 497 ადამიანი

სოფელი დიღომი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს და ვაკე-საბურთალოს რაიონს ეკუთვნის.

მარტყოფი-7 397 ადამიანი
სოფელი მარტყოფი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარეობს. მარტყოფი გამოირჩევა მიმზიდველი ბუნებითა და სუფთა ჰაერით.

სადახლო - 7 337 ადამიანი

მარნეულის რაიონის სოფელი სადახლო უკვე წლებია ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სოფლად მიიჩნევა. სადახლოს დასავლეთით მდებარეობს შუა საუკუნეების ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომელიც მე-6-მე-13 საუკუნეებში ფუნქციონირებდა.

ყიზილაჯლო - 7 291 ადამიანი
სოფელი ყიზილაჯლოც ქვემო ქართლში მდებარეობს. ის დმანისის მუნიციპალიტეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი სოფელია.

მუხრანი - 6 197 ადამიანი
მუხრანი მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და ქალაქ მცხეთიდან 23 კილომეტრითაა დაშორებული. მუხრანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოფელია.

კარალეთი - 6 196 ადამიანი

გორის მუნიცპალიტეტის სოფელი კარალეთის გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. კარალეთი ზღვის დონიდან 650 მეტრზეა. ისტორიული მონაცემების მიხედვით, კარალეთში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა.

სართიჭალა - 6 009 ადამიანი
სოფლებში მოსახლეობის რაოდენობით აღმოსავლეთ საქართველო ლიდერობს. სართიჭალაც ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის ზეგანზე მდებარეობს და ზღვის დონიდან 680 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული.

რუისი - 5 139 ადამიანი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი რუისი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 670 მეტრზეა გაშენებული. სოფელში ცნობილი რუისის ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს.

ფარცხანაყანევი - 5 090 ადამიანი
ფარცხანაყანევი იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 70 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. როგორც ისტორიული წყაროები იუწყებიან, სოფლის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები ადასტურებს, რომ ფარცხანაყანევი უძველესი დროიდანაა დასახლებული.

allnews.ge


ნანახია: 3525-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
ხანი ბაღდათში, მუნიციპალური ცენტრიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აღნიშნული სოფელი ერთ-ერთია მუნიციპალიტეტის მაღალმთიან
საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს, მრავალფენიანი არქეოლოგიური
ცხრაჯვარის სალოცავი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1569 მეტრზე, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარეობს.
სამცვერას ჩანჩქერის სამხრეთით 2,5 კმ მოშორებით მდებარეობს სოფელი ჭალატყე, რომელიც შუა საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი იყო.
დედამიწაზე იმდენი ღირსშესანიშნავი ადგილია, ალბათ მთელი ცხოვრება მოგზაურობას რომ დავუთმოთ, მაინც ვერ მოვასწრებთ სრულფასოვნად

ამინდი