Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა

თარიღი : 23-02-2018, 19:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყებაში განხორციელებული შიდა საკადრო ცვლილებების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თბილისში, ასევე რამდენიმე რაიონსა და რეგიონში ახალი პროკურორი დაინიშნა. ჯამში საუბარია 6 საკადრო ცვლილებაზე.

„საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე - ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.

რაც შეეხება თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.

საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ გვერდზე“, - ნთქვამია პროკურატურის განცხადებაში.


ნანახია: 3005-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურორის
სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსებს დაკავებული თანამდებობები დაატოვებინეს.
სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსებს დაკავებული თანამდებობები დაატოვებინეს.
ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის

ამინდი