Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2018 წელს საქართველო კვლავ ღარიბი იქნება

თარიღი : 23-02-2018, 11:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ბლუმბერგის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა იყო 4,8%, სომხეთში — 7,7%, აზერბაიჯანში - 0,1%, რუსეთსა და ბელარუსში - 1,5%.

2018 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4,3% შეადგინა, სომხეთში — 2.7%, რუსეთში - 2.2%, ყაზახეთში — 6.8%, ბელორუსში — 4,6%, აზერბაჯანში — 7.8%.

2017 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 4,2%-ით, აზერბაიჯანში 1,3%-ით, ბელორუსში 0,7%-ით, რუსეთში 1,6%-ით, სომხეთში 2,9%-ით.

2018 წლის მონაცემებით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არის 4529 დოლარი, სომხეთში — 3853 დოლარი, აზერბაიჯანში - 4439 დოლარი, ბელორუსში — 5745 დოლარი, რუსეთში — 10630 დოლარი.

საქართველოს მშპ შეადგეს 16.7 მილიარდ დოლარს, სომხეთის მშპ შეადგენს 11.5 მილიარდ დოლარს, აზერბაიჯანის 43.8 მილიარდ დოლარს, ბელორუსიის 54 მილიარდ დოლარს, რუსეთის 1,5 ტრილიონ დოლარს.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი საქართველოში არის 293,5 ლარი. საქართველოს მოსახლეობა საქსტატის მონაცემების მიხედვით შეადგენს 3,718,200 ადამიანს, აქედან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2 მილიონია, დასაქმებულია 1,7 მილიონი ადამიანი. საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 307 დოლარია, სომხეთში — 283 დოლარი, აზერბაიჯანში - 256 დოლარი, რუსეთში - 1050 დოლარი.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მშპ 2018 წელს გაიზრდება 5%-ით. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს საქართველომ დააფიქსირა 7.2%-იანი მშპ-ს ზრდა, შემდგომ წლებში მშპ-ს პროცენტული ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა.

2018 წლის დაანონსებული 5%-იანი ზრდა არ გამოიწვევს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის რადიკალურ გაუმჯობესებას. ვიდრე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვს არ გადააჭარბებს, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე საუბარი ნაადრევია. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ ვინც შემოსავლის გადანაწილების მიხედვით დაბალ საფეხურზეა. ოფიციალური სტატისტიკით სიღარიბის დონემ დაიწია, თუმცა საქართველოში მოსახლეობის 30% კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება.

სახელმწიფოს სოციალური პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თევზის დარიგების ნაცვლად უმჯობესია სახელმწიფომ მოსახლეობას მისი დაჭერა ასწავლოს და ანკესი მისცეს. დამოუკიდებელი და კომპეტენტური სასამართლო, ნაკლები ბიუროკრატია და სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა, — სწორედ ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი.

commersant.ge


ნანახია: 1257-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით – 180 ლარამდე გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყანაში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. ის, მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით, ბოლო
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო

ამინდი