Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგებიან და განადგურდება უნიკალური ყურძნის ჯიში -ლეჩხუმური ცოლიკაური,'- სოფელ ტვიშის მოსახლეობის პროტესტი

თარიღი : 22-02-2018, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცაგერის მუნიციპალიტის სოფელ ტვიშში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს. ადგილობრივები „ტვიშიჰესის“ და „ნამახვანჰესის“ მშნებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივების თქმით, სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგებიან და განადგურდება უნიკალური ყურძნის ჯიში -ლეჩხუმური ცოლიკაური. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ ჰესები აშენდება, დაიტბორება ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორია.

მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა პარტიამ „თავისუფალი საქართველო“. პარტიის წევრის გოგი წულაის განცხადებით, მოსახლეობა ხელისუფლებაზე გონიერია და ხვდება იმ საფრთხეებს, რასაც ჰესი გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ჰესების მშენებლობაში 750 მილიონ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობა 2019 წელს დაიწყება.


ნანახია: 1143-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მდინარე რიონის ხეობის მკვიდრებმა ცაგერის სოფელ ტვიშში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები მდინარე რიონზე 111 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ.
კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, ხვამლის მთას განადგურება ემუქრება, რადგან კომპანია Clean Energy Group Georgia ხვამლის მთის
ადგილობრივები მდინარე ხევისწყლიდან მძიმე ტექნიკის მეშვეობით ინერტული მასის ამოღებას აპროტესტებენ. მოსახლეობის განცხადებით,
ადგილობრივებს 'ახალი საქართველოს' წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ქუთაისში, ნიკეას 12 ნომერში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ქალაქის ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს.
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამინდი