Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება

თარიღი : 22-02-2018, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს.

გადაწყვეტილება საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, #CONNECT2018-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

“გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი - სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება“, - განაცხადა “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 სასტუმრო ბილტმორში მესამე დღეა გრძელდება. საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.


ნანახია: 1131-ჯერ

მსგავსი სიახლეები
19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს.
დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.
ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლეებლი.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი- სტამბულის მიმართულებით პირველი რეისი განხორციელდა

ამინდი