უნდა გადაერქვას თუ არა სახელი ქუთაისში ლესელიძის ქუჩას?-რას ფიქრობს მოსახლეობა
თარიღი : 22-02-2018, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" პრორუსული პროპაგანდის აღმოფხვრის მიზნით, ქუთაისში, რუსული დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევას და ქალაქიდან საბჭოთა სიმბოლიკის გაქრობას ითხოვს.
ქუთაისში, ე.წ. ჭომას დასახელებაში მდებარე ლესელიძის ქუჩა ერთ-ერთია, რომელიც რუსული სახელწოდების მქონე ქუჩად ითვლება. აღნიშნულ ქუჩაზე ადგილობრივების გამოკითხვის შედეგად დაფიქსირდა, რომ ძირითადმა ნაწილმა არ იცის, თუ ვინ იყო გენერალი ლესელიძე, შესაბამისად ისინი ქუჩისათვის დასახელების ცვლილების საკითხთან დაკავშირებით არც წინააღმდეგობას აფიქსირებენ და არც თანხმობას გამოხატავენ.
ლესელიძის ქუჩის მკვიდრი ჯემალ ჩხაბერიძე კი ქუჩისათვის დასახელების ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია.
"სასტიკად ვეწინააღმდეგები მსგავს მოსაზრებას, არ უნდა შეიცვალოს სახელი,რადგან დიდი გენერალი იყო,"- ამბობს ჩხაბერიძე.
ლესელიძის ქუჩაზე მაცხოვრებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუჩა პრორუსული კამპანიის მაპროცოცირებელი პიროვნების სახელს არ უნდა ატარებდეს და ქუჩის სახელწოდება ღირსეული ქართველი პირის სახელით უნდა შეიცვალოს.
"თუმცა თუ დასახელების ცვლილება მოუნდებათ, ამას ალბათ ჩვენს გარეშე, დაუკითხავად მოიმოქმედებენ და ჩვენს აზრს არავინ გაითვალისწინებს,"- აცხადებს მოსახლეობა.
ცნობისთვის, გენერალი კონსტანტინე ლესელიძე ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი და საბჭოთა კავშირის გმირი იყო.
ნიკოლოზ ბოლქვაძე