Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ამოსული ხართ ყელში. მოვა დრო და ქართველი ხალხი გამოგყრით მოძალადე ხელისუფლებას,'- აქცია პარლამენტთან

თარიღი : 22-02-2018, 12:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას იმ კანონპროექტის მიღებისაკენ მოუწოდეს, რომელმაც ქვეყანაში გამოსახლებების შეჩერება უნდა შეძლოს.

პარლმენტთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მევახშეები ხელისუფლების წარმომადგენლები და ადვოკატები არიან. ისინი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელიც იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსა და მათში არსებულ დარღვევებს შეისწავლის.

"ამოსული ხართ უკვე ყელში. მოვა დრო და ქართველი ხალხი გამოგყრით მოძალადე ხელისუფლებას. მიღწევებზე რომ ლაპარაკობთ, სინდისი საერთოდ არ გაქვთ," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შალვა მაღრაძე.

აქციის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შეხვდა. ჭიჭინაძის თქმით, ისინი ქვეყანაში მევახშეობას ვერ აკრძალავენ, თუმცა როგორც დეპუტატი ამბობს, აუცილებელია დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები.


ნანახია: 1691-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტთან ქუთაისში, ქობულეთში, ბათუმსა და ფოთში მცხოვრები დაზარალებული მოქალაქეები არიან შეკრებილი.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩერონ გამოსახლებები, რათა ოჯახები საცხოვრებლის გარეშე, საკუთარ ქვეყანაში დევნილებად
იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს.
როგორც პარლამენტთან დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ხოლო 10 დეკემბერს პარლამენტთან ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ და
დაზარალებულები აქციის გამართვას პლენარული სხდომის პარალელურად გეგმავენ.

ამინდი