Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ არჩევნებში 'ქართული ოცნების' სახელით კენჭისყრა ზურაბ ტყემალაძეს სურს?

თარიღი : 21-02-2018, 17:18 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტში არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, “მრეწველთა“ ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს სურს, ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების“ წარდგენით იყაროს კენჭი.

“ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა კერძო საუბრებში ის სავარაუდო კანდიდატები სახელდება, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვთ.

როგორც ტყემალაძემ განაცხადა, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მას ჯერ არ გადაუწყვიტავს. ამასთან, მისივე განმარტებით, თუკი ის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ეს “ქართული ოცნების“ წარდგენით მოხდება, რადგან “მრეწველები“ უმრავლესობაში არიან.

“ვნახოთ, ჯერ არჩევნები დაინიშნოს და მასში მონაწილეობაზე მერე ვიმსჯელოთ. ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი - ვნახოთ, როგორ იქნება საქმე. ჯერ არაფერზე ლაპარაკი არ ყოფილა“, - ასე უპასუხა ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე დასმულ კითხვას.

პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში აპრილში ტარდება. უკვე ცნობილია, რომ "ევროპული საქართველო" აღნიშნულ ოლქში გიგი უგულავას წარადგენს.

ipn.ge


ნანახია: 1487-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
'ევროპული საქართველო'-ს ინფორმაციით, კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანსა და ხონში 28
უგულავას თქმით, იმერეთის მოქმედ გუბერნატორს ხალხი იცნობს, როგორც კარგ მომღერალს და არა როგორც კარგ პოლიტიკოსს ან მენეჯერს.
28 აპრილს, შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის მოუწევს
მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.
'ევროპული საქართველოს' ერთ-ერთი ლიდერი და ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატი შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავა ადასტურებს,
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ამინდი