Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დანით შეიარაღებულმა პირებმა ოჯახიდან მუქარით ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს-შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

თარიღი : 21-02-2018, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.თ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, საიდანაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ფული, ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნიღბები, დანები და საბრძოლო მასალა ამოიღო.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.


ნანახია: 1675-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში ლაშა მ. თანამზრახველებთან ერთად თავს

ამინდი