Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ზესტაფონის მერს ზესტაფონი მისი შპს ჰგონია, რომელიც გააკოტრა და შემდეგ ხელში ჩაიგდო,'- გამოძიებას ზესტაფონის მერის საქმიანობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ

თარიღი : 20-02-2018, 18:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედ მერს კახაბერ მახათაძეს და მის გარემოცვას სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ფარულად მოპოვებაში ადანაშაულებს. გიორგი გოგლიჩიძე მერს კორუფციაში ადანაშაულებს და ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ზესტაფონის მერი და მისი გარემოცვა ქერქულ ნარჩენებს ზესტაფონის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ღამის საათებში მოიპოვებენ. მერობის ყოფილი კანდიდატი სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. მე მოვუწოდებ გამოძიებას, დაინტერესდეს მისი საქმიანობით," - ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.

გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატი, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიგა გაბრიჩიძე. გაბრიჩიძის თქმით, ის პირდად ესაუბრა მერს დარღვევებზე, თუმცა როგორც დეპუტატი ამბობს, მერი და მისი გარემოცვა საქმიანობას ძველებურად აგრძელებენ.

ბრალდებებს უარყოფენ ზესტაფონის მერიაში. მერის პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე ამბობს, რომ სილიკომანგანუმის ნარჩენების მოპოვებასთან ადგილობრივი ხელისუფლება კავშირში არ არის.


ნანახია: 923-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ზესტაფონის მერობის კანდიდატს კახაბერ მახათაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
ზესტაფონის საკრებულოს წევრი 'პატრიოტთა ალიანსი'-დან გიგა გაბრიჭიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ბიუჯეტის თანხების
მერი ტენდერების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულებებს საკუთარი გარემოცვის წევრებს უფორმებს.
რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში.

ამინდი