Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ საპრასიაში დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდა

თარიღი : 19-02-2018, 18:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღეს განახლდა.

საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

16 თებერვალს ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები, ქვათაცვენისა და უამინდობის გამო ორი დღით შეჩერებული იყო. დღეს დილიდან კი მძიმე ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად განაახლა. ქვათაცვენის ყველაზე დიდი კერა უკვე მოხსნილია, მიმდინარეობს მცირე კერების გაუვნებელყოფა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაახლოებით სამ დღეში სრულად გაიწმინდება გზის აღნიშნული მონაკვეთი და აღდგება საავტომობილო მოძრაობა. მანადე კი ადგილობრივები ალტერნატიული გზით ისარგებლებენ.

NS


ნანახია: 2693-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეწყერი 16 თებერვალს ჩამოწვა. მძიმე ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები იმ დღესვე დაიწყო.
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა

ამინდი