Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

თარიღი : 19-02-2018, 10:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
19 თებერვლიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი.

ოთხშაბათს და პარასკევს ტაძრებში სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთება წანდილი.

დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარების, ბზობის და ლაზარეს შაბათის დღესასწაულებზეა.

გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ. ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის. მარხვაში ადამიანს ევალება, გააძლიეროს ლოცვა.

დიდი მარხვა წელს, 8 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.


ნანახია: 1038-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხორციელის კვირას, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს.
საშობაო მარხვისას მორწმუნეები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან, რათა სინანულით, ლოცვითა და მარხვით განწმენდილები მიეახლონ ამ
პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა

ამინდი