Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დამალული ქონებები და საჯარო სამსახურთან შეუთავსებელი საქმიანობები თერჯოლასა და წყალტუბოში

თარიღი : 16-02-2018, 19:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 70-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი - 4; ასევე თერჯოლაში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

აღსანიშნავია ერთი მიგნება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის კუთვნილმა კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე არაერთი ხელშეკრულება გააფორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტთან.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “იმერეთი 2017_ის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. ის ასევე არის შპს “ბერტა იმერეთის” დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ნოდარ ფანჩულიძემ 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 6 000 ლარი შესწირა.

თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების” თავმჯდომარის კონსტანტინე ამაშუკელის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ იგი არის შპს “სხივისა” და შპს “სხივი 2015”-ს დირექტორი და მეწილე. იგი დეკლარაციაში უთითებს, რომ აღნიშნულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2017 წლის თებერვალში, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ორივე მეწარმე სუბიექტს აქტიური სტატური გააჩნია. შესაბამისად, კონსტანტინე ამაშუკელი არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს “სხივი 2015” მონაწილეობდა ტენდერებში, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტთან 2015 და 2016 წლებში გააფორმა გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ორი ხელშეკრულება ინტერნეტმომსახურებასთან დაკავშირებით.

თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ 2017 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ახალ დონეში” 100%-იანი წილის მფლობელი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი შვილი, გიორგი სოფრომაძე ხელმძღვანელობს შპს “ახალ დონეს”.

თერჯოლის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ ურიადმყოფელმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს “მომმარაგებელის” 25 % წილის მესაკუთრეა.

თერჯოლის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ ფანჩულიძემ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს “კოლხიდა+_ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ასევე ნუგზარ ფანჩულიძემ დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი მეუღლე ნათელა გაბელაშვილი ხელმძღვანელობს და ფლობს წილებს კომპანიებში:

შპს “პანინი” - 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი

შპს “ალტ-სოლუშენი” - 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარემ გიორგი დოლიძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი დეიდა, მარიამ ჩიხლაძე არის ქუთაისში საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ასევე წყალტუბოში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე.

საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარემ სერგო კირკიტაძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ არის შპს “დანსის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ მისი მეუღლე ანა წიწილაშვილი შპს “პროგრესი + 2006”-ის დირექტორია.

საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მამუკა საღარეიშვილმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი შპს “კურორტტურის” 25% წილის მესაკუთრეა.

მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსს გიორგი ჩაკვეტაძეს 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ იგი არის წყალტუბოს სოფელ მეორე უბანში 2295 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

"თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი," -ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.


ნანახია: 1447-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო' განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის
"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების შედეგად
როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ის ქონება, რომელიც მან ქონებრივი დეკლარაციაში არ შეიტანა რეალურად არ არსებობს და არც ფინანსურ
გივი ჭიჭინაძის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ოთხ ბინას ქალაქ

ამინდი