Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დაბოლილი ნასოსი' და 'მძევლები'-ქუთაისში ნანატრი კინოთეატრი მუშაობას სატესტო რეჟიმში იწყებს

თარიღი : 16-02-2018, 18:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში კინო "საქართველო"-ს შენობა სატესტო რეჟიმში გაიხსნა. 16 თებერვლიდან კინოთეატრი ტექნიკურ რეჟიმში მუშაობას იწყებს. ქუთაისის ახალი კინო სივრცე 3D ფორმატის ფილმებს შემოგვთავაზებს.

სატესტო რეჟიმში ნაჩვენები იქნება ფილმები: “დაბოლილი ნასოსი”, “მძევლები”, “თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი” და “აღმასვლა”, რომელიც ქართველი ლეგენდარული სპორტსმენების შესახებ მოგვითხრობს.

21 თებერვალს რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის -“ექვთიმე ღვთისკაცი” პრემიერა გაიმართება. სეანსების საფასური 3 ლარიდან 13 ლარამდე მერყეობს, რაც სეანსის დროსა და ფილმის ფორმატზეა დამოკიდებული.

კინო “საქართველო” მოიცავს 6 კინო დარბაზს, მათგან ორი 130-ადგილიანი, ორი 67-ადგილიანი და ორი VIP დარბაზია. აქვე განთავსებულია გარდერობი და კაფე.
http://www.picz.ge/img/s1/1802/16/3/35eacb0339ef.jpg
კინოთეატრი “საქართველო” მსოფლიოს ცნობილ კინო კომპანიებთან თანამშრომლობს. სეანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 0431 21 01 01 ან ეწვიოთ ვებგვერდს: www.kinosakartvelo.ge.

რაც შეეხება კითხვას, როდის დასრულდება კინოთეატრის სატესტო რეჟიმი და როდის გაიხსნება შენობა ოფიციალურად, დაწესებულების ადმინისტრაციაში პასუხი ამ დროისთვის არ აქვთ.

ნიკოლოზ ბოლქვაძე


ნანახია: 3093-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრები სრული დატვირთვით თვენახევარში ამუშავდება. მოეწყობა კაფეები და იქნება ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის.
კინოთეატრის ხელმძღვანელი ლევან ჭავჭანიძე ამბობს, რომ დაწესებულების გასასხსნელად გაწეული ხარეჯბის დასაფარად პირადი ქონების
ქუთაისში მდებარე რამდენიმე ხიდის განათებაში დაახლოებით 205 000 ლარი დაიხარჯება.
კინო 'საქართველოს' ამ დროისათვის ვაკანსია ვიდეო კონტროლის ოპერატორის, კინოდარბაზის კონტროლიორის, კინომექანიკოსის, ბუღალტრის,
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ააიპ ქუთგანათების სერვისის ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქში არსებულ რვავე უსაფრთხოების კუნძულზე ნაძვის ხეები დამონტაჟდება.

ამინდი