Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გულმკერდის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე იყო ჩაღვრილი, რაც იწვევდა ფილტვის შეკუმშვას და გულის საპირისპირო მხარეს გადანაცვლებას,'- რა მოხდა 'კლინიკა ბომონდში'?

თარიღი : 16-02-2018, 11:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული "კლინიკა ბომონდი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კლინიკის ექიმების მიერ, უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადრჩენის ისტორიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი, 82 წლის მამაკაცი შეიყვანა.

ექიმების-ზურაბ აბულაძისა და ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, პაციენტს შემოყვანის დროს აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა. შემოყვანისთანავე მედიკოსებმა პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. აქვე მოხდა პაციენტის დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ტრავმის გამო, პლევრის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე იყო ჩაღვრილი, რაც იწვევდა ფილტვის შეკუმშვას და გულის საპირისპირო მხარეს გადანაცვლებას.

ექიმების მიერ დროულად მოხდა გულმკერდის ღრუდან სითხის ამოტუმბვა, რის შედეგადაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 3475-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.
რუმინეთის მოქალაქე ვერონიკა გორკოდელი დუბაიდან რუმინეთში ბრუნდებოდა, როდესაც ქალბატონი თვითმფრინავში ცუდად გახდა.
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
ქუთაისში, ქალაქის რეაბილიტრებულ ნაწილში შენობიდან ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად დაშავებული მოქალაქე ლაშა ლანჩავა უგონო
სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოში, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების

ამინდი