'მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში'-პროექტის პრეზენტაცია ვანში
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში'-პროექტის პრეზენტაცია ვანში

თარიღი : 15-02-2018, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის-„მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია მოეწყო.

პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მრჩეველთა საბჭო დ ა გენდერული თანასწორობის საბჭო შეიძლება გახდეს ის მექანიზმები, რომელთა სრულფასოვანი ფუნქციონირებითა და მათში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობით მოხდება მუნიციპალიტეტში ქალებისთვის სასურველი დღის წესრიგის დანერგვა,ასევე ქალთა მეტი სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას პროექტის მიზნები გააცნეს და აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ქალთა საჭიროებების კვლევის შედეგების, იდენტიფიცირებული პრობლემების, აგრეთვე მომზადებული რეკომენდაციებისა და ფოკუს-ჯგუფის ანგარიშები წარუ დ გინეს.

ვანის მუნიციპალიტეტში ქალთა ჯგუფებთან ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა საჭიროებები, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების სრულფასოვანი ყოფისა და საქმიანობისათვის.

დღესვე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს გენდერული საბჭოს დებულების შინაარსზე მომზადებული კონკრეტული რეკომენდაციებიც გაცნეს.

პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვდრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

NS


ნანახია: 352-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და
ნინო თვალთვაძემ ასევე ისაუბრა მრავალშვილიან დედებსა და მათ საჭიროებებზე მისი თქმით მრავლშვილიან დედებს მეტი დახმარება და
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.
ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფონდმა "სოხუმმა" პრეზენტაცია „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება
გასული წლის შემოდგომაზე, პარლამენტში დარეგისტრირდა 37 455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი