ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
თარიღი : 12-02-2018, 15:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა. ბაკურაძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმად, ყოფილი მეუღლის ტელეფონზე ძალადობის შემცველი სმს-ის გაგზავნისათვის ბაკურაძე პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას თქმით, სასამართლო პროცესზე დეტალურად გამოიკვლიეს ყველა მტკიცებულება, დათვალიერდა დეა გოშხეთელიანის ტელეფონი და არ დადგინდა, რომ ბაკურაძის მხრიდან რაიმე ძალადობის განხორციელებას ჰქონდა ადგილი.
"პირიქით, დეა გოხეთელიანი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არა მარტო ბაკურაძეს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც," - ამბობს გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატი რობიზონ ხურცილავა.
ცნობისთვის, ერთი თვის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძის წინააღმდეგ პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა და ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, რის გამოც მამაკაცი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.
სასამართლო პროცესს გრიგოლ ბაკურაძის ყოფილი მეუღლეც ესწრებოდა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.