Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დავითობასთან' დაკავშირებით ქუთაისში 25 ჩოხოსანს აკურთხებენ

თარიღი : 8-02-2018, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

"დავითობასთან" დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებაა დგეგმილი. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
http://www.picz.ge/img/s1/1802/8/6/655118bcfa4e.jpg
დღესვე, გელათის მონასტერში ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

"დავით აღმაშენებელი იყო გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული მეფე, წმინდა კაცი და მინდა მთელ ქვეყანას მივულოცო მისი დღე," - ამბობს იმერეთის გუბერნატორი.

"ჩვენ ჩოხოსნები 21-ე წელია აღვნიშნავთ ამ დღეს. დღეს 25 ჩოხოსანი ეკურთხება. ერთად ყოფნით გადარჩება ქვეყანა და ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ ამ განწყობით," - ამბობს ჩოხოსანი ლევან როხვაძე.


ნანახია: 1876-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიაგეს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული, დილიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩოხოსნები ჩადიან.
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
დღესვე, გელათის მონასტერში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამინდი